პა პე პი პო პრ პუ
პიბ პირ პიტ

პირად

  1. ნაპირზე, განაპირას.
     
    ნისლნო, ასხედით ცის პირად, ელვავ, დანათდი ღრუბლებში („ზღვამც ააღელვა...“).
  2. წყებად, რიგად.
     
    მოხეთქილიყო ზოვები ოცპირად, ორმოცპირადა (ვარ.) („გიგლია“).
  3. პირდაპირ პირუთვნელად, მოურიდებლად.
     
    ვინ მყვანდა ან მეგობარი, ცრუვი ან პირად მთქმელია („ცოლი ანუ...“, IX)
  4. პირადად, თვითონ, უშუალოდ, პირისპირ.
     
    „უსტაბაშებიც აქა გვყავს, ნახე ისინიც პირადა“ (,,ნახევარ-წიწილა“, VII); ღმერთმა დასწყევლოს დიაცი გელაკლუკება პირადა („ქებათა-ქება“, – იუდასავით)
  5. პირში.
     
    არ სტოვებ ჩაუყლაპავსა, რაც ჩაგივარდა პირადა („ქებათა-ქება“,- მელო).
    პირს კატანაცემი - მოულოდნელობისაგან გაოცებული, სახტად დარჩენილი, ნირწამსდარი.
    ღვთისუნელი პირს კატანაცემი დარჩა და დიდხანს ვერ გამორკვეულიყო, თუ ეს რა საქმე დაემართა („გასამართლ. ჩიბუხი“, II).
    წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9