ს- სა სდ სე სვ სთ სი სკ სო სპ სრ სს სტ სუ სფ სქ სწ სხ
სა საა საბ საგ სად საე საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სანათლ(ავ)ი

უქმის გამტეხისაგან ხატისათვის შესაწირავი საკლავი. (უქმე დღეს) ვინც იმუშავებს და ან მუშას ამუშავებს. ამ დღის პატივსაცემლად უნდა საკლავი დაკლას. ამას ეწოდება „სანათლი“ („ფშაველი და...“, XI)
 
ხელმხარის სანათლავი - ცოდვების მოსანანიებლად, განსაწმენდლად ხატისთვის შესაწირავი საკლავი, რომლის შემწირავსაც ამ საკლავის სისხლს წააცხებს ხე- ვისბერი (შუბლზე, ხელებზე..).
ხევისბრად კურთხევისათვის, ახუ ხელმხარის სანათლავად, უნდება ახლად მოწოდებულს რვა საკლავი და ერთი კურატი („ფშავლები“, – ძველს).
შაბათის სანათლი - უქმე დღეს (შაბათს) მუშაობის ნების გამოსათხოვრად დასაკლავი თხა (ციკანი).
ჩიხტას გამახარე შაბათის სანათლად თხოულობდა და ძმისაგანაც თანხმობა მიიღო („ფშაველი თა..“ XI).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9