მიცვალებულის ტანისამოსი და იარაღი, რომელსაც წლისთავამდე გამოიტანდნენ, გაშლიდნენ ხოლმე და დასტიროდნენ.
- ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა. ხმალი სატირლის თავშია („ფშავლის სიმღერა“);
- ერთის წლის განმავლობაში ის (ჭირისუფალი) მუდამ შაბათს ჰმართავს ტირილს, გამოიტანს სატირელს. სატირელს შეადგენს: ტანისამოსი მიცვალებულისა და მისი იარაღი („ფშავლები“ – ძველს).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.