როცა ერთ თემში რომელიმე დღე უქმედ იყო გამოცხადებული, ჭალები ხელსაქმის საკეთებლად (საქსოვად, საკერავად) სხვა თემის ადგილში მიდიოდნენ.
- „ამ ჩვეულებას „საუქმოდ სიარული“ ჰქვიან“ (ვაჟა). საუქმოს სიარული შეიძლება მაშინ, როცა „ნაკვეთი“ აქვს ერთ თემს („ფშავლების აზრით რა როგორ გაჩნდა?“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.