წინსართი (პრევერბი) ზმნისა, ქართული ენის აღმოსავლურ კილოებში სალიტერატურო ქართულის მო- წინსართის ბადალი. მაეკიდება მოეკიდება; მაიპარავთ-მოიპარავთ; მაიხადეო-მოიხადეო; მამაგონდაო-მომაგონდაო; მამაკვდავსა-მომაკვდავსა; მამაყენებ-მომაყენებ; მამაშველო-მომაშველო; მამაშორა-მომაშორა; მამეშუროდა-მომეშუროდა, მომეშურებოდა; მამიარაო -მომიარაო; მამიგონებდეო-მომიგონებდეო; მამიგონებსა-მომიგონებსა; მამინათლოს-მომნათლოს; მამწონდეო-მომწონდეო.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გურამიშვილი, დავით (1705-1792 წწ.), ქართველი პოეტები, დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, შედგენილია ივ. გიგინეიშვილის მიერ/თბილისი: საბჭოთა საქართველო, მარჯანიშვილის, 5., 1980 წელი, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.