სამეფო დინასტია საქართველოში (IX ს. 1010 წ.). ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული პროვინციის - სპერის მკვიდრნი იყვნენ. დინასტიას დასაბამი მისცა ტაო-კლარჯეთის ერისმთავარმა აშოტ I დიდმა. იგი ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი გახდა. ტაო-კლარჯეთის, ანუ ქართველთა სამეფოს ბაგრატიონები ორ მთავარ შტოდ ტაოსა და კლარჯეთის ბაგრატიონებად იყოფოდნენ. ტაოს ბაგრატიონებიდან პირველი, ვინც ქართველთა მეფის წოდება მიიღო ადარნასე I კურაპალატი იყო. შემდეგში ქართველთა მეფის წოდებას მხოლოდ მისი მემკვიდრეები ატარებდნენ. ამ შტოს ეკუთვნოდა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. ბაგრატიონების კლარჯეთის შტო XI ს. დასაწყისში ამოწყდა საქართველოს 7 ფეოდალურმა მონარქიამ განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია ბაგრატიონი მეფეების: დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ისა და თამარის დროს. XV ს. II ნახევრიდან ბაგრატიონები ქართლში, კახეთსა და იმერეთში მეფობდნენ. 1658 წლიდან ქართლის სამეფო ტახტს დაეუფლნენ ბაგრატიონთა მუხრან-ბატონების შტოს წარმომადგენლები. ამ შტოს საფუძველი ჩაეყარა 1512 წელს. კახეთის ბაგრატიონების სამეფო შტოს ფუძემდებელი იყო გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი კახეთის სამეფოს. ბაგრატიონების ამ შტოს წარმომადგენელი თეიმურაზს I (1744 წ.) ქართლის მეფე გახდა, ხოლო მისი შვილი ერეკლე კახეთისა. 1762-დან ერეკლე I გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე იყო. ამ შტოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის გარდაცვალების (1800 წ. 28. XII) შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთს შეუერთდა (1801 წ.)
- „სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართველები აფხაზს მეძახოდნენ ხოლო აფხაზები „ქართველების მსტოვარს“ ბაგრატოვანს, ლაზს.“ („დიდოსტატის მარჯვენა“კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3