ხა ხე ხვ ხი ხლ ხმ ხნ ხო ხრ ხუ
ხაბ ხად ხაზ ხათ ხაი ხაკ ხალ ხამ ხან ხაო ხარ ხას ხატ ხაფ ხაშ ხახ

ხალიბები

სამხ.-აღმ. შავიზღვისპირეთის ტომთა ერთი ჯგუფის სახელწოდება ანტიკური ხანის მწერლობის ცნობებში ხალიბებად იხსენიებიან ქართველური ტომები: კოლხები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მაკროკეფალები, ხალდები და სხვა. ანტიკურ სამყაროში ხალიბებს თვლიდნენ „რკინის გამომგონებელად“ და გამოცდილ მეტალურგებად, რაც ბერძნულ ტერმინს „ხალიფს“ (რკინა) უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა შესაძლებელია თვით სახელწოდება „ხალიბი“ იყოს განვითარებული ამ ტერმინიდან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9