რელიგიური დღესასწაული ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა (25 მარტს, ახ. სტ. 7 აპრილს). წიგნის კითხვით გართულ მარიამს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: „მომადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“ ე. ი. შობ იესოს, მაცხოვარს, კაცობრიობის დამსხნელსო. და უბიწომ შვა სულიწმინდის მოვლინებით – იესო.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3