თბილისის ერთ- ერთი ძვ. უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხარფუხი ისტორიული უბნის – სეიდაბადის გვიანდელი სახელია სახელწოდება სომხურია და ნიშნავს ხველას, სურდოს, გაციებას. აქ, თაბორის მთის ძირში მდგარა საკულტო ქვა, რომელზედაც ხატი იყო დასვენებული. აქ მოჰყავდათ ავადმყოფი ბავშვები და ხატი კურნავდა მათ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3