(XVIII ს, ბოლო, XIX ს. დასაწყ.) – (ქ. მწ.) მწიგნობარი, მკვლევარი. იზრდებოდა მეფე ერეკლეს კარზე. სწავლობდა თელავის სემინარიაში. იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პრაქტიკულ და მეცნიერულ მიზნით. შემდეგ მოსკოვს გაჰყვა ფარნაოზ ბატონიშვილს. 1000-1012 წ. წ. სწავლობდა პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ აკურთხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ – მღვდლად. როგორც კარის მოძღვარი სამსახურს უწევდა რუსეთში მცხოვრებ ბატონიშვილებს, იყო პეტერბურგის ქართული სალიტერატურო სკოლის აქტიური წევრი. მას დიდად აფასებენ (სახოტბო იამბიკოებითაც ამკობდნენ) თეიმურაზს და მირიან ბატონიშვილები, პეტრე ლარაძე და სოლომონ რაზმაძე, მისი ღვაწლი და განსწავლულობა აღწერა იოანე ბატონიშვილმა თავის ცნობილ „კალმასობაში“. ს.-ს, ფრიად მაშვრალ მოღვაწეს, ორმოცზე მეტი დასახელების“ ნაშრომი ეკუთვნის მათგან უმთავრესია „ოცდათოთხმეტი შეკითხვათა წიგნი“ (ძირითადად ფილოსოფიის საკითხებს შეიცავს, მაგრამ ესთეტითეორიულ–ლიტერატურულ საკითხებსაც ეხება), „ღვთისმეტყველება სამნაწილედი“ (განხილულია ეთიკური ნორმები), ბიბლიურ წიგნთა განმარტებანი, ლექსიკონი და ქადაგებანი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3