სინამდვილის შეცნობის სპეციფიკური ფორმა. ეს ფორმა შემეცნებისა სახეობრივია, ამიტომ ხელოვნება სახეებით აზროვნებაა. ხელოვნების დარგებია: მხატვრული ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, არქიტექტურა, ქანდაკება, კინო და თეატრი.
- ილია ჭავჭავაძის თქმით: „ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისა, აზრის: მუსიკა, მხატვრობა, პოეზია – ესენი სულ სახეში გამოთქვამენ იდეას, მხოლოდ იმითი განიყოფებიან, რომ თავის იდეის გამოსახატავად სხვადასხვა მასალებსა ხმარობენ, როგორც მუსიკა – ხმასა, მხატვრობა ხაზსა, პოეზია სიტყვასა. სიტყვიერებითი ხელოვნება პოეზიას ჰქვიან, რადგან სიტყვის შემწეობით აღასრულებს ხელოვნების მნიშვნელობასა. ხელოვნების დამახასიათებელი თვისებაა სინამდვილის წარმოსახვა გრძნობადი სახეების ფორმაში „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად. თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3