გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გობ გოგ გოდ გოე გოთ გოლ გომ გონ გორ გოტ გოქ გოჯ

გორდა

მოკლე, უვადო მოსრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ჟუისკენ დამატებითი ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა ხმლის ყუაე გამოყვანილია ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირისპირე, დაკბილული ნახევარრკალი რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით აქვს დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). გ. ფართოდ იყო გავრცელებული და საბას სიტყვით „ამას ქართველნი ჰყვარობენ.“ საქართველოში გავრცელებულია როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი იტალიელ ოსტატთა ნახელავი გ. ხმლები.
 
„დაჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში“ („ჩივილი ხმლისა“ ვაჟა.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9