დამახინჯებული რუს. „ხრისტი“; საეკლესიო სახელწოდება „ღვთის შვილები. რელიგიური სექტა, წარმოიშვა რუსეთში XV ს-ის მიწურულს. ხლისტები არ ცნობენ სამღვდელოებას, „წმიდა“ და საეკლესიო წიგნებს, თაყვანს არ სცემენ წმინდანებს, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიებში სიარული ნებადართული აქვთ. ხლისტების მოძღვრების თანახმად ადამიანს შეუძლია უშუალოდ დაამყაროს კონტაქტი „სულიწმინდასთან ნებისმიერ ადამიანში შეიძლება გადმოვიდეს „სულიწმინდა“. რომ ხლისტებს ცოცხალი „ქრისტეები" და „ღვთის მშობლები“ ჰყავთ. ხლისტების იდეოლოგიაში მთავარი ადგილი ასკეტიზმის იდეას უჭირავს. ისინი ერთად ლოცულობენ ცეკვების თანხლებით, რაც საბოლოოდ რელიგ. ექსტაზში გადადის. ხლისტები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3