ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი უნათლესი სახე, ვაჟა-ფშაველას მინდიას პროტოტიპი („გველის მჭამელი“), იდუმალებით მოცულ თქმულებათა გმირი ნახევრად ღმერთი ჩვენი ჰეროსი, რომლის დაქადებასა და გვიან სიკვდილში ერევიან ბუნების ძალანი, ცა და მზე.
- „ხოგაის მინდი კვდებოდა, / მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, / ცა ჭექდა, მიწა გვრგვინავდა, / სული გვიანა ჰხვდებოდა, /ჩამოდიოდა ვარსკვლავი, / მთვარე უკუღმა დგებოდა...“ ეს გმირი მამაკაცთაგან რამდენადმე უახლოვდება მედეას და მისებრ მაგიურ ძალას, ჯადოქრობის ნიჭი, ბუნების ენის გაგებისა და განკურნების უნარიც აქეს, ეს მოტივი აამაღლა საკაცობრიო მნიშვნელობამდე ვაჟა-ფშაველამ და მოგვცა ღრმა ფილოსოფიური აზრით დატვირთული სახე, რაც თვით იქცა მითოლოგიის საკუთრებად.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3