ყოვლისშემძლე სასწაულმოქმედი თასი ქრისტეს სისხლით (იგივე ღვინით) სავსე. საშუალო საუკუნეებში გავრცელებული ლეგენდის თანახმად მაცხოვარი საიდუმლო სერობის დროს ხმარობდა წმინდა გრაალის თასს, რომელშიაც მისმა ფარულმა მოწაფემ იოსებ არიმათელმა შეაგროვა მისი განგმირული გვერდიდან გამონადენი სისხლი. ლეგენდის მიხედვით ეს თასი დაცული იყო ინგლისში, ზღაპრულ ლიდიის) კოშკში და მას იცავდა მისთვის საგანგებოდ შეწირულ რაინდთა კორპორაცია. ეს ლეგენდა საფუძვლად დაედო საშუალო საუკუნეთა რიგ რაინდულ რომანებს („პარციფალი“ და სხვა). სამხრეთ საქართველოში ინახებოდა მისი ანალოგი და მისი ყოვლისშემძლე მითიური ძალა იფარავდა საქართველოს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან. პოეტი გ. ტაბიძე სწორედ ამ ყოვლისშემძლე ძალას, გრაალს ევედრება, რომ დაიფაროს ფრთებით მისი სატრფო, მისი სიყვარული. გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო, სადაც ინახებოდა თასი ანგელოზების ფეხქვეშ დაიმსხვრა მრისხანე და დაუსვენებელი დროის წყალობით.
- „გრაალის თასი ბარძიმია, რომელიც სიმბოლურად გამომხატველია სიწმინდის, სულიერების. გრაალი სიმბოლოა ღვთის მშობლისა გრაალის მცველნი იცავენ ქვეყნის სულიერებას, გრაალი თავის მხრივ მფარველია ქვეყნისა. როგორც ოჯახისათვის კერია, კერის ქვა არის სიმბოლო სითბოსი. სიყვარულის, ბედნიერების და მისი დაკარგვა ოჯახის იავარქმნის მაუწყებელია, აგრეთვე გრაალი მთელი ერის კერიის ქვაა.“ (მ. გრიგ წ I )
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3