ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯვა ჯვრ

ჯვარი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. დგას მთაზე, საქართველოს ძვ. დედაქალაქის – მცხეთის პირდაპირ, იქ, სადაც მდ. არაგვი ერთვის მტკვარს. ტაძრის სახელწოდებას ისტ. საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილს მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტ. ერებიც. VI ს, II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ანუ „მცირე ჯვარს“ უწოდებენ. იმავე VI ს. მიწურულს გუარამის ძემ ერისთავმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გგერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვარის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). შენობას თავზე 8 წახნაგოვანი ყელზე დამყარებული გუმბათი აქვს მნახველს ხიბლავს შენობის პროპორციულობა ხუროთმოძღვრულ სივრცეში. ჯვრის ტაძარი ძვ. ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამგვირგვინებელი და ყველაზე სრულად. განმასახიერებელი ნაწარმოებია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9