თანდათანობით ამაღლება, სტილისტიკური ფიგურა, მხატვრული სტილის გამომხატველობით საშუალებათა აზრობრივი თუ ემოციური გაძლიერება ან შესუსტება , გრადაციის ორი სახეობა არსებობს: აღმავალი (კლიმაქსი) და დაღმავალი (ანტიკლიმაქსი). შეიძლება გამოყენებული იქნეს სტროფული ან სიუჟეტური კომპოზიციის ხერხად: „თხა და ვენახი“, „რწყილი და ჭიანჭველა“; იგი ხშირად უკავშირდება ანაფორას. ი. ჭავჭავაძის „განდეგილის“ დასაწყისი, აგრეთვე „არსენა მარაბდელში“: ).
- „მაშინღა იცნა, აკოცა, მოედო, მოეძმობილა“;
- „არსენამ მოზვერს რქებში ხელი ჩასჭიდა, ჩასჭიდა და ისე მოსწია, ასე მოსწია..“ (არსენა მარაბდელი)
- „გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი...“ („მერანი“ ნ. ბარათ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3