ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯვა ჯვრ

ჯვრის მონასტერი (იერუსალიმში)

შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში (ახლ. ისრაელში). იგი დააარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი – პროხორე შავშელმა საქართველოს კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI ს. 30-50-იან წლებში გადმოცემით მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართველ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. (1071 წელს მონასტერი ნაწილობრივ დაანგრიეს თურქსელჩუკებმა XII ს. დამდეგს დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით განაახლეს და მოხატეს. თამარის მეფობის ხანაში არაერთხელ გაუწიეს დახმარება ხოლო 1192 წელს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატ- სამეფო ერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 1273 წ. მონასტერი ჩამოერთვათ ქართველებს და მეჩეთად გადაკეთდა. 1305 წელს მეფე დავით VII-ს მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი აღადგინეს და განაახლეს. 1400 წელს კვლავ დაარბიეს მონასტერს სხვადასხვა დროს დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკენტელმა–ციციშვილმა, მზეჭაბუკ ათაბაგმა, სერაპიონ კუმურდოლმა, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი), სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა, ქართლის მეფე გიორგი XI-მ. XVII ს.- ის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 აქ გაიხსნა ბერძნული სას. სემინარია, ბერძენი სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირს და ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს. 1948-1950 წლებში მონასტრის ტერიტორიასე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. 1060 წელს ჯ. მ. იმყოფებოდა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი). ჯ. მ. დაარსებიდანვე გაიშალა ლიტ-ულ-საგან-ლო მუშაობა აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები კალიგრაფები. მიქაელ დვალი, იოანე დვალი, აქ ყოფილა არსენ იყალთოელი, ნიკოლოზ გულაბერისძე, შოთა რუსთაველი (მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახულია მისი ფრესკული პორტრეტი. ჯ. მ. ფართოდაა აღწერილი და შესწავლილი (ტ. გაბაშვილი, გ. ავალიშვილი, ნ. ჩუბინაშვილი, პ. უსპენსკი, რ. უჟანენი, კ. კეკელიძე, ა. ცაგარელი, ნ. მარი, რ. ბლეიკი) ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები დაცულია იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში, სინას მთაზე, თბილისში, ქუთაისში, სანქტპეტერბურგში, ვენაში, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და სხვაგან).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9