იგივეა, რაც ყაბახი. (ვაჟა) სავაუკაცო ქვით მოყმეთა ძალის გამოცდა, ძვ. ქართ. სპორტული ასპარეზობის ნიმუში. ჭაბუკები მძიმე საჯილდაო ქვას სწევდნენ წელამდე, ან მხრებამდე ტაძრიდან გამოსვენებული ხატის „დასწრებით“, შორს სტყორცნიდნენ, საამისოდ საგანგებო მრგვალ ქვას ან ფიქალს. გამარჯვებული ჯილდოს იღებდა. ეს იყო სპორტული ვარჯიშიც მხედრული წერთნაც და სარიტუალო წესიც. ქვის ტყორცნის სიმორის მიხედვით მსჯელობენ წლის მოსავალზე და სხვა. ეს მოვლენა ამირანის მითშიც შემორჩა და იახსარ-კოპალას ამბავშიც.
- საჯილდაო ქვა – ღონისა და ნიჭის გამოცდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3