ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯომ ჯორ ჯოყ ჯოჯ

ჯორჯაძე (ერისთავი) ბარბარე

(1833-1895) – (ქ. მწ. ლ-ნი-ცნობარი) პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი. რაფიელ ერისთავის და, „მამების“ წარმომადგენელი ორ თაობას შორის გამართულ პოლემიკაში (ცნობილია მისი 1881 წ. დაწერილი წერილი „ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“. იყო რომანტიკული განწყობილების პოეტი მის ლექსებში ჩანს ავტორის უარყოფითი დამოკიდებულება აწმყოსადმი, წარსულის იდეალიზება, მარტოობის სევდიანი განწყობილებები (რასაც უმძაფრებდა დიდი სნის განმავლობაში სამშობლოს გარეთ ცხოვრება ქმრის სამსახურის გამო). ზოგიერთ პატრიოტულ ლექსში რეალისტურ ტენდენციებსაც ამჟღავნებდა. მისმა დრამატულმა თხზულებებმა „შური“, „რას ვეძებდი, რა გიპოვე“ გარკვვული როლი შეასრულა ქართული თეატრის განვითარების საქმეში. შეადგინა სახელმძღვანელო წიგნი „დასაწყისი სწავლისა“, აგრეთვე – „ქართული სამზარეულო და საოჯახო ნაცადი ცნობანი.“ (1874 წ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9