(1897—1934 წ.წ.)ნამდვილი გვარი კვირკველია. ქართველი პოეტი. წალენჯიხის სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა თბილისს, მუშაობდა რკინიგზაზე კონდუქტორად, შემდეგ რედაქციაში შიკრიკად, ექსპედიტორად, კორექტორად. იგი სულიერად დაავადდა და ბოლო ოთხი წელი საავადმყოფოში გაატარა. გამოსცა წიგნები: „პანაშვიდები“, „სამგლოვიარო ხაზები“, „სულიდან საფლავები“, „ტერენტი გრანელი“ (ამავე სახელწოდების ერთდროული გაზეთი). თავისებურმა ცხოვრებამ, ბოჰემურმა ყოფამ გრანელის პოეზიაში უნუგეშობის, მარტოობის, განწირულობის თემატიკა განაპირობა რეალობის ასახვას მან მისტიკურ-რელიგიური ხილვები დაუპირისპირა ადამიანურ სიხარულს — მწუხარებისა და სიკვდილის აპოლოგია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3