ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები ისტორიულ-ლეგენდარული შინაარსისა, საგმირო ხასიათის სიუჟეტიანი ლექსი. ბალადის სამშობლო საფრანგეთია. იგი ფართოდ გავრცელდა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ის ცეკვა-სიმღერით სრულდებოდა. ბალადამ მრავალი ცვლილება განიცადა და წმინდა ლიტერატურულ ჟანრად გადაიქცა. ქართული ბ.-ის ნიმუშებია: ხალხური „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, „ხოგაის მინდი“, „თავფარავნელი ჭაბუკი“. ი. ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბა“, აკ. წერეთლის „გორის ციხე“, ვაჟა ფშაველას „ამირანი“, „ბაკური“. დღეს ბ.დ მიჩნეულია საგმირო ხასიათის მცირე ფორმის სიუჟეტიანი ლექსიც.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3