სახელწოდება ძველი ქართული ენის ძეგლებისა, სადაც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირის ნიშნად იხმარებოდა ჰ. (ჰუნდა, ჰშინოდა, მოჰუწოდა) ტერმინი „ჰაემეტობა· შემოიღო აკ.შანიძემ ხანმეტის ანალოგიით. ჰაემეტობა გვხვდება X-XI სს. ხელნაწერებში (იხ. ხანმეტობა)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3