ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაგ ჰად ჰაე ჰაზ ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰაშ ჰაჯ

ჰაინე ჰაინრიხ

(1797-1856) გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი. დაიბადა ებრაელის ოჯახში. სწავლობდა გეტინგენის, ბერლინის ბონის უნივერსიტეტებში. ისმენდა ჰეგელის ლექციებს. 1052 წ.დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო ქრისტიანული (პროტესტანტული) რწმენა. ჰ-ს შემოქმედება საქართველოში პირველად ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით აიტაცეს მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები თარგმნეს რამედნიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან, შემდეგ კი სხვა. ჰ.-ს სატრფიალო ლირიკის თარგმანები ეკუთვნის იოსებ ბაქრაძეს. მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ჰ.-ს შემოქმედებას ქართულ ენაზე მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9