ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაგ ჰად ჰაე ჰაზ ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰაშ ჰაჯ

ჰამსუნი კნუტ

(1859-1952) ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში, ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. 1896 წელს იმოგზაურა ფინეთში ბრესტში, ირანში, თურქეთში, საქართველოში. ამ მოგზაურობის ერთგვარი ანგარიში იყო პიესა „დედოფალი თამარი“ და შთაბეჭდილებები ,,ზღაპრულ ქვეყანაში“. ჰამსუნმა პირველი დიდი პოპულარობა მოიპოვა მოთხრობით „შიმშილი“. მისი საუკეთესო რომანებია „მისტერიები“, „პანი“, „ვიქტორია“, „მიწის მადლი“ (ნობელის პრემია). ჰ. გერმანოფილობას ამჟღავნებდა. გერმანიაში აღიარეს მსოფლიო მასშტაბის მწერლად. II მსოფლიო ომის დროს მან აშკარად გამოავლინა თავისი სიმპათიები გერმანული ნაციზმის მიმართ, რისთვისაც ნორვეგიაში სამშობლოს მოღალატეობა დასწამეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9