ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეგ ჰედ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ

ჰემინგუეი ერნესტ მილერ

(1899-1961) (ქსე) ამერიკელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იყო რეპორტიორი, მისი შემოქმედების ხასიათი და შინაარსი განსაზღვრა ომმა, „დაკარგული თაობის“ ბედმა, ცხოვრების ჭეშმარიტ ფასეულობათა ძიებამ. მისი ორი დიდი რომანი „აღმოხდების მზე“ და „მშვიდობით, იარაღო!“ ღრმა ტრაგიზმით აგვიწერს ადამიანთა სულიერ დრამას, ომის დამღუპველ გავლენას მათს ბედზე. ნარკვევების კრებული „სიკვდილი ნაშუადღევს“, „აფრიკის მწვანე ქედები, მოთხრობების კრებული „გამარჯვებული არაფერს იღებს. მის შემოქმედებით გამარჯვებად მიიჩნევა ნოველები „ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება“, „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“, რომანი „ქონა თუ არქონა“, პიესა „მეხუთე კოლონა“, ფილმი „ესპანეთის მიწა“, რომანი „ვისთვის რეკს ზარი“. ჰ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომ-შიც. აქაც იყო სამხედრო კორესპონდენტი. ომის შემდეგ განიცდის სულიერ და შემოქმედებით კრიზისს. 50-იან წლებში დიდი გამარჯვება ხვდა წილად. მის მოთხრობას „ბერიკაცი და ზღვა.“ (მოხუცი და ზღვა“) (პულიცერის პრემია და ნობელის პრემია მიენიჭა). მასში გამოვლინდა ჭეშმარიტი ჰუმანისტური იდეალი, რასაც ჰ. მთელი თავისი ლიტერატურული ცხოგრების მანძილზე ეძებდა. ბელეტრისტული მოგონებები „განუყრელი დღესასწაული“ შექმნა უკვე მძიმედ დაავადებულმა. მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ჰ.-მ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე მწერლობაზე. განსაკუთრებით ნოველის განვითარებაზე. მწერალმა სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება. მისი ნაწარმოებები ითარგმნა მრავალ ენაზე ქართულად თარგმნილია თითქმის ყველა თხზულება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9