ადამიანთა შემწე და ბოროტების დამრთგუნველი, რომელმაც იმთავითვე ეკლიანი გზა ამჯობინა განცხრომას, ჰ.- ხიფათიანი და საგმირო საქმენი ჩვილობიდანვე დაუწყია. აკვანშივე მიუხრჩვია ჰერასაგან მოგზავნილი ორი გველი, სიჭაბუკეში მოუკლავს კითერონის ლომი, რომლის ტყავი მერე მთელი სიცოცხლე უტარებია. ჰერას დავალებით 12 გმირობა ჩაიდინა, რომელთა უმრავლესობა დაკავშირებულია ქვეყნად ქაოსის ნაშთების მოსპობასთან (ნემეის ლომის მოკვლა; ჰიდრას მოკვლა, ერიმანთოსის ტახის დამარცხება, სპილენძისფრთიანი და ნისკარტიანი ფრინველების დახოცვა, კრეტის ხარის შეპყრობა; დიომედეს კაციჭამია ფაშატებს დაჭერა ზოგი გმირობა დაკავშირებულია კაცთაგან მიუწვდომელის მოპოვებასთან (არტემიდას ოქროსრქიანი ირმის შეჰყრობა, ამაზიანთა დედოფლის სარტყლის ხელში ჩაგდება; ჰერპერიდების ოქროს ვაშლების მოპოვება; სამტანიანი ბუმბერაზის – გერიონის ძროხების ჩამორეკვა; ცერბერის ამოყვანა ჰადესიდან და საყოველთაოდ ცნობილი ავგეას თავლების გაწმენდა. 12 გმირობის შემდეგ განთავისუფლებული ჰერაკლე კვლავ ჩაიდენს ცოდვას – მეგობარი შემოაკვდება, რის გამოც იძულებულია კვლავ ემსახუროს ამჯერად ლიდიის დედოფალს. აქაც არ ივიწყებს თავის ვაჟკაცურ ცხოვრებას (შეიბყრო მზაკვარი ქონდრის კაცები).გაილაშქრა ილიონის წინააღმდეგ, დამარცხსა ანტეოსი დაჭრა ლღმერთები ჰადესი და არესი. დაეხმარა ღმერთებს გიგანტების დამარცხებაში, მოკლა კენტავრი ცოლად შეირთო ეტოლის მეფის ასული დეიანირა, რომელმაც გაუგზავნა კენტავრის მოწამლულ სისხლში ამოვლებული მდიდრული ტანსაცმელი. ჰ.- მ ტანჯვით სიკვდილს კოცონზე თავის დაწვა ამჯობინა. ზევსს ჰ. კოცონიდან აუტაცებია მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთ ჰებეზე დაუქორწინებია და უკვდავებაც მიუნიჭებია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3