ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეგ ჰედ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ

ჰეროდოტე

(ძვ. წ. 485-424) ძვ. ბერძენი ისტორიკოსი, „ისტორიის მამად წოდებული. წარჩინებულთა წრიდან იყო. ცხოვრობდა კუნძულ სამოსზე, ათენში, ბევრი უმოგზაურია მცირე აზიის სანაპიროებზე, საბერძნეთში მაკედონიასა და სიცილიაში, ეგვიპტეში, არაბეთში„ სკვითიასა და კოლხეთში. ავტორია ბერძნულ-სპარსული ომების ისტორიისა, რომელსაც„ისტორია“ ან „მუზები“ ეწოდება. ჰ-ს ნაწარმოებები სალაპარაკო, სადა, ამასთანავე დიდად მხატვრული ენითაა დაწერილი იგი ანტიკურობისათვის დამახასიათებელ პოლითეიზმის აღიარებს და ზნეობრივი წესრიგის დასამყარებლად ღვთაება მიაჩნია სჯერა ბედისწერის ყველაფერი ელინური გულწრფელად უყვარს, მაგრამ არ-აღწერს (ბარბაროსულის) მიმართ ობიექტური დამოკიდებულება აქვს. ჰ-ს „ისტორია“ ძირითადად სანდო წყაროს წარმოადგენს. ბევრი ქვეყნის ისტორიისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართველი ტომების საქართველოს ისტორიისათვის; ახსენებს კავკასიონის ქედს, მდინარე ფაზისს, ევქსინის პონტოსა და კასპიის ზღვას კოლხეთი ძველი სახელით (აია) იხსენიება. დაინტერესებულია ეთნოგენეზის საკითხებითაც. მისი აზრით მიდიელებს კოლხი მედეას მიხედვით ეწოდათ სახელი. შავგრემანი და ხუჭუჭთმიანი კოლხები წარმოშობით ეგვიპტელები არიან, რის საბუთადაც მათ ენას, ცხოვრების წესს, სელის დამუშავების ხერხებს იშველიებს, მოცემულია ცალკეული ტომების (კოლხების, სასპერების, მაკრონების) ლოკალიზაცია. არის ცნობები ქართულ ტომთა სხვა ხალხებთან ურთიერთობის შესახებ მაგ. ტროის ომში ერთ ბანაკში არიან ტროელები და კოლხები ბერძნების წინააღმდეგ; აქემენიდთა სახელმწიფოს სატრაპიებში სხვა ტომებთან ერთად ქართველებიც არიან მოხსენიებული. ჰ. ეთნოგრაფიულ ცნობებსაც გვაწვდის: კავკასიის მთიელები მაღალხარისხოვნად ქსოვენ, ღებავენ, ხატავენ, ხოლო კოლხური სელი საყოველთაოდ არის აღიარებული, მაკრონები და კოლხები იცავენ წინდაცვეთის წესს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9