სასულიერო პოეზიის დარგი რომელიც მოიცავს სარიტუალო და ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელ საგალობლებს, ჰიმნებს. ქართულ ჰ.-ს საფუძველი ჩაეყარა VIIს.-დან. თავდაპირველად ჰ.-ები ბერძნულიდან ითარგმნებოდა. ქართული ჰ.-ისგანვითარების შემდგომი ეტაპია X ს.-ის ე. წ. იადგარები, რომელთა განვითარების უმაღლესი საფეხურია მიქაელ მოდრეკილის უნიკალური ჰ.- ული კრებული. ქართველი ჰიმნოგრაფებია: ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, ნიკოლოს 1 გულაბერის ძე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი იოანე შავთელი და სხვა. აგრეთვე აღორძინების ხანის ჰიმნოგრაფები ანტონ I კათალიკოსი, ს. ს. ორბელიანი, გრიგოლ დოდორქელი და სხვა ქართველ ჰიმნოგრაფთა შემოქმედების ობიექტი მხოლოდ ქართველ მოწამეთა მოღვაწეობა იყო.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3