(ნამდვილი გვარი – შიკლგრუბერი) ადოლფ (1889 -1945) -(ქსე) გერმანიის ფაშისტური (ნაციონალ-სოციალისტური) პარტიის ლიდერი. გერმანიის რაიხსკანცლერი, შეიარაღებულ ძალთა უმაღლესი მთავარსარდალი (1941 წ-დან) მთავარი სამხედრო დამნაშავე.1920 წ-დან პარტიის ფიურერი. ფაშისტური პუტჩის ჩახშობის შემდეგ 5 წლის პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში დაწერა „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf) რომელშიც რასიზმის, რევანშიზმისა და უკიდურესი იმპერიალისტური რეაქციის ინტერესებს გამოხატავდა, 1933: წ. ჰ. რაიხსკანცლერის პოსტზე დანიშნეს, რამაც გზა გაუხსნა ფაშისტური დიქტატურის დამყარება შანტაჟისა და ტერორის გამოყენებით. „ნაცისტური წესრიგი უსასტიკესად ახშობდა ყოველგვარ ოპოზიციას. განსაკუთრებით კომუნისტების წინააღმდეგობას გერმანული იმპერიალიზმის მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად ჰ.-მა დაიწყო გაცხარებული სამზადისი ომისათვის მოახდინა შეიარაღებული ინტერვენცია ესპანეთში, შეიერთა ავსტრია, მოახდინა ჩეხოსლოვაკიის ოკუპირება, შექმნა აგრესორი ქეეყნების ბლოკი, თავს დაესხა პოლონეთს და 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირს, 1945 წლის 9 მაისს საბჭოთა ჯარების შესვლამ ბერლინში ჰ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. მან თავი მოიკლა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3