(1802-1885) (ქსე) ფრანგი მწერალი. საფრანგეთის აკადემიის წევრი. მოწაფეობის წლებშივე წერდა კლასიკურ ოდებს და ლიტერატურულ კონკურსებში იღებდა ჯილდოებს. რომანტიკოსთა და კლასიკოსთა ბრძოლის საბაბი გახდა მისი დრამა „კრომველი“ (1827) რომლის წინასიტყვაობა რომანტიკოსებმა თავიანთ მანიფესტად აღიარეს მასში მწერალმა ჩამოაყალიბა რომანტიზმის ესთეტიკის ძირითადი პრინციპები - შემოქმედების სრული თავისუფლება, კლასიციზმის „სამი ერთიანობის“ ტრადიციის უარყოფა. ჰ. მხურვალედ გამოეხმაურა 1830 წლის ივლისის რევოლუციას. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი მნიშენელოვანირომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელშიც აირეკლა რევოლუციის ცოცხალი შთაბეჭდილება. მისი ნაწარმოებებია: „საბრალონი“, „ზღვის გუშაგნი, „კაცი რომელიც იცინის“, ლექსთა კრებული „ჭვრეტანი“, ნარკვევი „უილიამ შექსპირი“, რომანი „ოთხმოცდაცამეტი წელი“, პოეტური · კრებული „პაპად ყოფნის ხელოვნება“, „საუკუნეთა ლეგენდა“. საქართველოში ჰ.-ის შემოქმედება ადრიდან იყო ცნობილი. მისი რამდენიმე ლექსი თარგმნა ალ. ჭავჭავაძემ. ჰ.-ს შემოქმედებას დიდად აფასებდნენ ჩვენი კლასიკოსები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3