(1795-1829 წ.წ.) რუსი მწერალი და დიპლომატი დაიბადა მოსკოვში, მემამულის ოჯახში 1812 წელს შევიდა სამხედრო სამსახურში. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში, იცნობდა პუშკინს და დეკაბრისტებს. 1822 წლიდან მსახურობდა თბილისში ჯერ მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან დაუახლოვდა მოწინავე ქართველ საზოგადოებას. განსაკუთრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს. 1827 წ. მიანდეს ოსმალეთთან და ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების წარმართვა. 1820 წ. დანიშნეს რუსეთის რეზიდენტად ირანში. იმავე წელს შეირთო ნინო ჭავჭავაძე. 1029 წ. თეირანში აჯანყებულებმა მოჰკლეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. გ.ის მთავარი თხზულებაა კომედია „ვაი ჭკუისაგან“. მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ „ტიფლისკიე ვედომოსტის“ გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა. „კომერციული ბანკის“ დაარსება. მასვე ეკუთვნის აღა მაჰმადხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი. საქართველოსთანაა დაკავშირებული გბ.ის მხატვრული შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი „წვერულვაშ გაპარსულ გრიბოედოვს ლურჯი ფრაკი აცვია, მკერდზე ერთი ორდენი ჰკიდია, კისერი მაღალ საყელოში აქვს ჩამძვრალი და ცივი თვალები ქალებისაკენ მიურბის. მან მასპინძლის ცამეტი წლის ნინოს მურილიოს მადონა დაარქვა და თვალიც დაადგა“ „არსენა მარაბდელი“ — შ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3