ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუბ ჰუმ ჰუნ ჰუპ ჰურ ჰუს

ჰუმანიზმი

ლათ.
ადამიანური დიდი სიყვარული და პატივისცემა ადამიანისა და ადამიანურობისა, კეთილადამიანური ქცევა საერთოდ. გულშემატკივრობა გამომჟღავნება განწყობილებისა, რომლის მიხედვით დასტურდება რომ მზად ხარ, მხარი დაუჭირო დაბეჩავებულს, დაჩაგრულს, ჭირში მყოფს. ჰ. წარმოიშვა რენესანსის ხანაში, XIV -XVI ს. ს როგორც აღმავალი ბურჟუაზიის მსოფლმხედველობა, პროგრესული მიმდინარეობა, რომელმაც ყურადღების ცენტრში დააყენა ადამიანის თავისუფლება. ჰ-ის დიდი წარმომადგენლები არიან ლიტერატურაში: შექსპირი, პეტრარკა, ბოკაჩო, ჰიუგო, პუშკინი, ტოლსტოი, ჩეხოვი, რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და სხვა. ამ დიდ მწერლებს არაერთი მხატვრული სიტყვა უთქვამთ ადამიანური სიყვარულისა და კეთილშობილების შესახებ. რენესანი და ჰუმანიზმი საქართველოში XI ს. დაიწყო, როცა ქართულმა დიდმა კულტურამ მაღალადამიანური იდეები წამოაყენა. ჰ. საზოგადოებრიგი ცნობიერების ყველა დიდი ლიტერატურის თვისებაა.
 
„ბარათაშვილის ჰუმანიზმი მიმართულია ადამიანის, პიროვნების საუკეთესო მხარეების გამომჟღავნებისაკენ.“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9