(1902-1982) ავსტრიელი პოეტი, მთარგმნელი, მის შემოქმედებაში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი თემაა ჩვენში იგი ჩამოვიდა 100 წელს და დაიწყო მზადება „ვეფხისტყაოსნის“ სათარგმნელად. 1954 წელს დაასრულა თარგმანი.1055 წელს პოემა გამოვიდა მისივე წინასიტყვაობით, 1970 წელს მეორედ გამოსცა. 1980 წელს – მესამედ, ხოლო 1982 წელს – მეოთხედ. საქართველოსადმია მიძღვნილი მისი ლირიკული კრებული „ყარიბი ქართული არგანი“, ჰ. ვენაში აქვეყნებდა საქართველოსადმი მიძღვნილ წერილებს: „რეპორტიორის თვალით დანახული რუსთაველი“, „ღირს პატივსაცემი თბილისი“. ავსტრიის სხვადასსვა ქალაქში კითხულობდა მოხსენებათა ციკლს საერთო სახელწოდებით – „საქართველო კალიფორნია შავი ზღვის პირას“, 1966 წ. პუბლიცისტი მონაწილეობდა რუსთაველის საიუბილეო ზეიმში. გამოვიდა სიტყვით. მის სამ წიგნიან მემუარებში ჩართულია ლექსი „კავკასიაში“ ირაკლი აბაშიძის მოტივების მიხედვით.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3