(1086 წ.) XI საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის შემდეგ დასავლეთის დომესტრიკოსი, სევასტოსი, ძე ერისთავთერისთავ ბაკურიანისა. მისი სამშობლო იმიერ ტაო, დავით დიდი კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ. ბიზანტიის პოლიტიკურ საზღვრებში მოექცა . გ. სხვადასხვა დროს მსახურობდა სომხეთში, იბერიასა და სირიაში იყო კარისა (ყარსის) და თეოდო სიოპოლის (კარნუქალაქი) განმგებელი. ალფაარსლანის შემოსევების დროს (1072-1073) ანისის დაცვის ერთერთი ხელმძღვანელი იყო საქართველოს მეფე გიორგი IIს გადასცა კარის ციხე ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა. 1081 წ. მისი ხელშეწყობით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც ტახტი ალექსი I მა კომნენოსმა დაიჭირა. 1083 წელს გ. ბ.-მ პეტრიწონში (ბაჩკოვო, ბულგარეთი) დააარსა ქართველთა მონასტერი (პეტრიწონის მონასტერი), რომელსაც დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება დაუმკვიდრა. მონასტერს შეუდგინა „ტიპიკონი“ ანუ წესდება, რომელიც XI ს. II ნახევრის საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა. გ. ბ. დაიღუპა პაჭანიგებთან ბრძოლაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3