ძვ. აფხაზთა ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.) იმ დროს ა. აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და დაახლ. ახლანდელი ოჩამჩირის ტერიტორია ეკავათ. VI-VII ს.ს. ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია მდ. გუმითიდან ბზიფამდე. სახელწოდება „აბაზგი“ იმავე ფუძისაა, რაც „აფსილი“ (დიალექტ. გავრცელებული ფორმაა). ამ სიტყვისაგან მომდინარეობს ქართული „აბხაზი“ – აფხაზი.
- „გიორგი აბაზგს უწოდებდნენ გიორგი პირველს, ბაგრატ მესამის ვაჟს, ბიზანტიელი და სომეხი მემატიანენი“ ( „დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3