ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა, შემოიღო ირანში აბას პირველმა; აქედანაა სახელწოდება ა. სწრაფად გავრცელდა მეზობელ სახელმწიფოებში, კერძოდ, საქართველოში. აბას პირველის დროინდელი ა.-ის წონა 7,8 გრამს უდრიდა და შეიცავდა 2 უზალთუნს. ა.-ის შუბლზე წარწერილი იყო შაჰის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის ადგილი და დრო; ზურგზე რელიგიური ფორმულა. საქართველოში ა.-ს ჭრიდნენ XVL ს. პირველი მეოთხედიდან XVII ს. მიწურულამდე. ზოგჯერ დღესაც ა. ოცი თეთრის აღმნიშვნელ სიტყვად იხმარება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3