ძვირფასმერქნიანი მცენარე ხე აბანოზისებრთა ოჯახისა. მის მაგარსა და შავ მერქანს იყენებენ ავეჯისა და მუსიკალურ საკრავთა წარმოებაში. (საბა) სხვათა ენაა, ქართულად ეკალმუხა ჰქვია, ნიგვზის ხის გული – მასალა მოსაპირკეთებელი. ზღაპარში „ეთერი“ საქართველოს კულტურისა და ცივილიზაციის მიმანიშნებელია.
- „ისეთ სასახლეს აგიგებ, სულ მარმარილოს ქვისასა, შიგდაშიგ ფიცრებს დაგუგებ აბანოურის ხისასა.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3