აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აბა აბგ აბე აბზ აბი აბო აბჟ აბრ აბს აბუ

აბაშიძე კიტა გიორგის ძე

(1070-1917) ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პარიზში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში. 1917 წლიდან იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის წევრი და ამიერკავკასიის განათლების კომისარი. სალიტერატურო ასპარეზზე 1893 წ.-დან გამოდის და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნეს ლიტერატურულ, კრიტიკულ წერილებს XIX-XX სს. ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს პუბლიცისტურ წერილებს. ა.-ის ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ ეტაპს ქმნის ქართული კრიტიკული აზროვნების ისტორიაში მისმა ყოველწლიურმა კრიტიკულმა მიმოხილვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურის განვითარების ისტორიაზე. ა.-ის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „ეტიუდები XX ს-ის ქართული ლიტერატურის შესახებ“ საფუძველი ჩაუყარა XX ს. ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9