(1873-1941). ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი პუბლიცისტი, სანჯაყბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. დაწყებითი განათლება მიიღო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის სკოლაში. მამის დახმარებით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩავიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919-1921 წწ. რედაქტორობდა გაზ. „სამუსლიმანო საქართველოს“ აჭარიდან გაასახლეს (მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი.) მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ქართულად. თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიკ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა.
- „ქოხების ყორყში ამოსული ქართული სულის/დიდო ბატონო, /ვაზის ძირებში მიმალული ქართული ენის/დიდო პატრონო,/ტაძრის ზარებში შეყუჟული ქართული სიტყვის,/დიდო ბატონო, ლოდების ძირში შემოდებული ქართული ძვლების / ძველო პატრონო,/დიდება შენი, დიდება და ცხონება შენი, / მემედ ბატონო!“ („მემედ ბატონო!“ – ზ. გორგ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3