აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აბა აბგ აბე აბზ აბი აბო აბჟ აბრ აბს აბუ

აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე

(1893-1955) ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, სანჯაყბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 წწ. სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 წ. დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წ.-დან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთი საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ. ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას. ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. I მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზეზებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 წ.დან აჭარიდან გაასახლეს. 1918-1920 წწ. იყო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9