საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელი მამათაგანი. საქართველოში მოვიდა VI ს. II ნახევარში. მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში. შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას. გააქრისტიანა არაგვისპირელი მთიელი კახელები, ებრძოდა ცეცხლთაყვანისმცემლობას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც მარზაპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა). თხზულებებს მის შესახებ ჩვენამდე არ მოუღწევია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3