(აბრაჰამ – მამა მრავალთა) (ქსე) ებრაელთა მითური მამამთავარი. მან, პირველმა, აღიარა ერთღმერთობა, რის გამოც წარმართი თანამემამულენი სდევნიდნენ. მან დატოვა სამშობლო და უფლის „აღთქმულ ქვეყანაში“ ქანაანში (პალესტინა) გადასახლდა. (ბიბლ. ენც.) აბრაამს და სარას შვილი ისაკი მოხუცებულობაში შეეძინათ. ღმერთმა აბრაამს საშინელი გამოცდა მოუწყო: უბრძანა ისაკი აეყვანა მთაზე და იქ შეეწირა მსხვერპლად. აბრაამი ღვთის ნებას დამორჩილდა, მაგრამ ღვთის ანგელოზმა შეაჩერა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას“. ისაკის ნაცვლად ვერძი იქნა შეწირული. ამის შემდეგ ღმერთმა აბრაამს ყველა თავისი აღთქმა შეუსრულა. (ქსე) ბიბლიის მკვლევართა აზრით, ა. მესოპოტამიიდან (დაახლ. ძვ. წ. XIX ს.) ქანაანში გადასახლებული ებრაული რომის მითოლოგიური განსახიერებაა, ხოლო მისი ცხოვრების ამბავი ახალ ქვეყანაში გადასახლებული ტომის ისტორია. ყურანში ა. (იბრაჰიმი) მიჩნეულია ებრაელთა და არაბთა საერთო წინაპრად, მაჰმადის ერთ-ერთ წინამორბედად.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3