დღევანდელი მნიშვნელობით ყაჩაღი, ავაზაკი. ქართულ ენაში ჩრდ. კავკასიიდან არის შემოსული. ა.-ობა წარმოიშვა გვაროვნული საზოგადოების რღვევის პროცესში. თავდაპირველად ა.-ს უწოდებდნენ გვარიდან განდევნილს რომელიც მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა და ყაჩაღობდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ა. ტყეში გარდნილ კაცს ყაჩაღს ერქვა, რომელიც სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ გლეხთა პროტესტს გამოხატავდა. კავკასიის ომების დროს ამ სიტყვამ ახალი მნიშვნელობა (абрак) შეიძინა. აბრაგებს ეძახდნენ პარტიზანულად მებრძოლ მთიელებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ რუსეთის ჯარს და სამხედრო დასახლებებს. ა.-ებზე ბევრი ხალხური და ლიტერატურული ნაწარმოები დაიწერა (აბრაგი დათა თუთაშხია).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3