აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აბა აბგ აბე აბზ აბი აბო აბჟ აბრ აბს აბუ

აბრეშუმის დიდი გზა

ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II ს.- ში. ქ. კაშგარიდან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა კავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიონს და რომს აღწევდა. მეორე გზა, კაშგარიდან ირანზე გავლით, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა. ამ გზათ უმთავრესად მაღალხარისხოვანი აბრეშუმი გაჰქონდათ. აბრეშუმის გზის მარშრუტები სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა. VII-IX სს., ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს, შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. ამ გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVIII ს. მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით. აბრეშუმის გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა. შეაღწია აგრეთვე რელიგიამ და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა (ბუდიზმი, მანიქევლობა, იუდაიზმი, ისლამი, ნესტორიანელობა).
 
„მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი ელინისტურ ხანაში ამ ქალაქებზე გადის მსოფლიოში უძველესი სავაჭრო გზა. გზა მოდის ინდოეთიდან, ან ჩინეთიდან, ან სპარსეთიდან; ამოდის კასპიის ზღვაში. მოჰყვება მტკვარს, გამოივლის ხუნანს, ბოსტანქალაქს, მცხეთას, უფლისციხეს, გორს, ურბნისს, შორაპანს, გადადის კოლხეთში ფაზისამდე“ („უსახელო უფლისციხელი“ გ. რჩეულ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9