არაშეფარდებითი, თავისთავადი, სრული, რაც არაფერზე არ არის დამოკიდებული. ა. ჭეშმარიტება – ჭეშმარიტება, რომელიც გვაძლევს სინამდვილის სრულ, ამომწურავ ცოდნას.
- „გ. ტაბიძე იყო უტყუარი, აბსოლუტური სმენის პოეტი“ (გ. ასათ).
- „პარტიკულარიზმი ეწინააღმდეგება საქართველოს მთლიანობის იდეას, აბსოლუტურ მონარქიას“ (ს. სიგ. – ქ.ს.მ.ა.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3