აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აბა აბგ აბე აბზ აბი აბო აბჟ აბრ აბს აბუ

აბსტრაქციონიზმი

ლათ.
უსაგნო ხელოვნება, ნონფიგურაციული ხელოვნება. პრინციპულად უარყოფს ფერწერაში, ქანდაკებასა და გრაფიკაში რეალური საგნების გამოსახვას. აბსტრაქტული ხელოვნების პროგრამა მთლიანად უგულებელყოფს საზოგადოებრივ და შემეცნებით ამოცანებს. ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციებისა და ქვეშეცნეული იმპულსების გამოხატვას. აბსტრაქტული ხელოვნების ინდივიდუალური ტენდენციების, იდეალისტური კონცეფციის გამოვლენაა „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. იგი ემყარება მხატვრული ფორმის განყენებული ელემენტების (ფერის, ხაზის, მოცულობის და ა. შ.) საშუალებით არასახვითი კომპოზიციების შექმნას; ეს კომპოზიციები ან რაციონალისტურად მოწესრიგებულია, ანდა ავტორის სტიქიურ გრძნობებსა და ფანტაზიას გამოხატავს. მასში ჩანს ილუზიური ლტოლვა სინამდვილისა და საზოგადოებისაგან აბსოლუტური თავისუფლებისაკენ პიკასო, ა. გლეზე, კ: ბრინკუში, ჟ.არპი)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9