აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აბა აბგ აბე აბზ აბი აბო აბჟ აბრ აბს აბუ

აბუსერისძე ტბელი (ქსე)

(1190-1240) ქართველი მწერალი და ასტრონომი, ხიხათა (აჭარის) ერისთავთ-ერისთავის ივანეს შვილი. ავტორი რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა „სასწაულნი წმიდისა გიორგისანი და ანდერძნი მთქუმელისაი“ და ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატისა „ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა“. მასვე უნდა ეკუთვნოდეს „გალობანი სამთა იოანეთა“. რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის – ბოლოკ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს. მდიდარია კონკრეტულ-ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხილულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9