აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აგა აგი აგო აგუ

აგასფერი, აჰასფერი

მითოლ.
შუა საუკუნეების ძველებრაულ თქმულებათა მიხედვით ებრაელი, რომელიც მძიმე დანაშაულის გამო ღმერთმა შეაჩვენა და საუკუნო ხეტიალი მიუსაჯა. „მარადი ურია,“ ებრაული ლეგენდის გმირი, შემდეგ სახარების ლეგენდის ცნობილი პერსონაჟი.
 
იერუსალიმელი ხარაზი, რომელმაც გოლგოთის გზაზე მიმავალი ქრისტე დასასვენებლად თავის ქოხთან არ გააჩერა, გააგდო, დაარტყა კიდეც და თავხედურად უთხრა: „წადი, იესო, იარე სასიკვდილოდ.“ ქრისტემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „მე წავალ, მაგრამ შენ იცოცხლებ ჩემს დაბრუნებამდე.“ მას შემდეგ ა. განწირულია, სამუდამოდ უსახლკაროდ დაეხეტება. ბიბლიური გმირი ფართოდ აისახა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. წერდნენ გოეთე, შლეგელი, შუბარტი, ლენაუ, ჟუკოვსკი და სხვები. „აგასფერი მოდის მშიერი, მწყურვალე. ქანცგამოლეული და ზიზღით ათასი თვალი უყურებს. მას.“(„აგასფერი და ძეწნა“. ნ. ლორთქ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9