ნუნუა, ღვინის ღმერთი, დიონისე-ბახუსის ორეული. განსაკუთრებით ცნობილია დასავლეთ საქართველოში: ლეჩხუმში, გურიაში საახალწლო სიმღერებში: „აგუნა“, „ვასარა და ჩაგუნა“, „რა-აგუნა“, „მზე და აგუნა“. ესაა რიტუალური ჰიმნი, რომელსაც ასრულებენ საწნახელზე კაკუნის აყოლებით.
- ლეჩხუმელი გლეხკაცი ვენახში ღვინოს გადაღვრის და იტყვის: „გაღმა ფურცელი, გამოღმა ყურძენი“. აგუნასთან ამ გასაუბრების შემდეგ შინ ბრუნდება და იძინებს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3